Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზედამხედველობის ჯგუფი მაღაროში მომხდარ აფეთქებას იძიებს


ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფი ჩავიდა. სპეციალისტები მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების დეტალებს შეისწავლიან. მათი დასკვნა 3 დღეში გახდება ცნობილი. ტყიბულის მაღაროში აფეთქება ორი დღის წინ მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი მაღაროელი, ოთხი კი დაშავდა. ტყიბულის მაღაროში მომხდარ მორიგი აფეთქების კომენტირებისას, საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა გასულ წელს მომხდარი ორი აფეთქებაც და „დანაშაულის თანამონაწილეები“ უწოდა თავად ზედამხედველობის სამსახურებსაც, რომლებსაც „ შესაბამისი დასკვნის დაწერა“ ევალებოდათ. თუმცა, „ხელი ხელს ბანს პრინციპით, დაწერეს ზუსტად ის დასკვნა, რაც უნდოდა მაღაროს ხელმძღვანელობასა და ამ ბიზნესის მფლობელებს,“ აღნიშნა სომხეთში მყოფმა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ნანობს, რომ სისხლის სამართლის საქმე არ მივიდა ლოგიკურ ბოლომდე და არ დაისაჯენ დამნაშავენი.
XS
SM
MD
LG