Accessibility links

logo-print

პაკისტანი ჟურნალისტების „შავი სიის“არსებობას ადასტურებს


პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რახმან მაილიკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ არსებობს სია ჟურნალისტებისა, რომლებიც პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მუშაობენ და რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ასეთი სიის არსებობის თაობაზე ხმები ქვეყანაში დიდ ხნის წინ გაჩნდა. გასულ წელს პაკისტანში მასობრივი ონფორმაციის საშუალებათა 16 წარმომადგენელი მოკლეს, ახალ წელს კი - კიდევ ორი. რადიო თავისუფლების რადიო მაშაალთან ინტერვიუში პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ დაპატიმრებულია რამდენიმე პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ჟურნალისტ ვალი ჰანა ბაბარას მკვლელობაში.
XS
SM
MD
LG