Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა


დღეს სტრასბურგში გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. მის დღის წესრიგში არ არის საქართველო-რუსეთის ომის შედეგები, თუმცა ეს საკითხი განიხილება მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 26 იანვარს გაიმართება. ამავე კომიტეტის ინიციატვით, აგვისტოს ომის შედეგებზე ზუსტად ერთი კვირის წინ, პარიზში იმსჯელეს დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დელეგაცია არ დაესწრო. ეს გადაწყვეტილება თბილისში იმით ახსნეს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აგვისტოს ომის შესახებ არაერთი რეზოლუციის დამტკიცებით საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა, ამიტომ მონაწილეობა მოსმენაში, რომელიც რეალურად ვერაფერს შეცვლის, მიზანშეუწონელია. საკუთარ პოზიციას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამჯერად, სტრასბურგში დაასაბუთებს და კვლავ დასვამს რუსეთის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციათა შეუსრულებლობის საკითხს.
XS
SM
MD
LG