Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში რეფორმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა


ეგვიპტის დედაქალაქში დღეს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. კორესპონდენტების ინფორმაციით, ასობით დემონსტრანტმა კაიროს ცენტრში პოლიციის მიერ აღმართული კორდონი გაარღვია. აქციის მონაწილეთა ლოზუნგი იყო „ძირს ჰოსნი მუბარაკი“ - ლიდერი, რომელიც უკვე სამი ათწლეულია ქვეყანას მართავს. საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდება ინტერნეტ-აქტივისტებმა გამოთქვეს - რომლებიც ტუნისში ახლახან მომხდარი ამბოხებით იყვნენ შთაგონებული. ტუნისში ამბოხებას ავტორიტარული ლიდერის ჩამოგდება მოჰყვა. ეგვიპტეში პოლიცია დემონსტრანტებს აფრთხილებდა, რომ ისინი შეიძლება დაეპატიმრებინათ - თუმცა დაკავების ან ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG