Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მანქანის აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


ერაყიდან მოსული ოფიციალური ინფორმაციით, ბაღდადში გასვენების ცერემონიაზე მანქანა აფეთქდა, რასაც 30-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი და ათობით პირის დაშავება მოჰყვა. აფეთქება ბაღდადის ძირითადად შიიტებით დასახლებულ რაიონში მოხდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერაყში მომხდარ აფეთქებებს სულ დაახლოებით 200 ადამიანი შეეწირა - რაც ზრდის შეშფოთებას ამ ქვეყანაში ძალადობის შესახებ, იმ ფონზე, როცა აშშ-ის სამხედრო ძალები წლის ბოლოსთვის ერაყიდან გასვლისთვის ემზადებიან.
XS
SM
MD
LG