Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტეში გამგზავრებას არ ურჩევენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს გასული კვირის ბოლოდან დღეს უკვე მესამედ მოუწოდა, თავი შეიკავონ ეგვიპტეში გამგზავრებისგან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის, განცხადებით, არსებობს ეგვიპტის მიმართულებით დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, შეუძლიათ ამ რეისებით ისარგებლონ. ამასთან, ავიაკომპანია ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო გიორგობიანმა, სააგენტო “ინტერპრესნიუსს” აცნობა, რომ ტურისტულ სააგენტოებს ეგვიპტის მიმართულებით დამატებითი ჩარტერული რეისების შესრულება ჯერჯერობით არ უთხოვიათ. ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, დღეს ღამით კომპანიის თვითმფრინავით თბილისიდან ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ შეიხში გამგზავრებას 82 ადამიანი აპირებს.
XS
SM
MD
LG