Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას აპირებს


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს. ეს განცხადება მან დღეს გააკეთა სატალევიზიო გამოსვლისას, მაგრამ თარიღი არ დაუსახელებია. ნაზარბაევმა უკუაგდო გეგმა რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, გაუგრძელდეს თუ არა მას საპრეზიდენტო ვადა 2020 წლამდე. ვადის გაგრძელების შესახებ წინადადებით პარლამენტი გამოვიდა. დღეს ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რეფერენდუმის გამართვა არაკონსტიტუციურია. 70 წლის ნაზარბაევი უკვე 20 წელია მართავს ყაზახეთს.
XS
SM
MD
LG