Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებს ”კაზმა” საქართველოს ისტორიულ ძეგლებს


ანა მანია და ზაზა გაბუნია
ანა მანია და ზაზა გაბუნია
რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც რუსთაველის პროსპექტზე ერთ-ერთი თვალსაჩინო შენობის, ყოფილი ”ზარია ვოსტოკას” შენობის გადარჩენის მოთხოვნით გამოდიოდნენ. ამ წერილებს საკმაოდ ფართო დისკუსია მოჰყვა მედიაში. გამოხდა ხანი და 1 თებერვალს, საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების მდივანმა ზაზა გაბუნიამ გამართა საგანგებო პრესკონფერენცია, რომელიც კვლავ ამ შენობის გადარჩენას ეხებოდა და რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს. ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ კომპანია ”კაზმა”, რომელიც საინვესტიციო სამუშაოებს ახორციელებს, ხელისუფლების ექსკლუზიური მხარდაჭერით სარგებლობს. ზაზა გაბუნია რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობს. დისკუსიაში მონაწილეობს ასევე შენობასთან დაკავშირებული პრობლემის საჯაროდ განხილვის ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი, არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია. შეიცვალა თუ არა რაიმე მას შემდეგ, რაც ეს საუბარი დაიწყო და ყოფილი ზარია ვოსტოკას შენობის დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა და რა ვითარებაა ამჟამად? - ამ კითხვით მიმართა მონაწილეებს დისკუსიის წამყვანმა მარინა ვაშაყმაძემ.


XS
SM
MD
LG