Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ამერიკელ მოხელეს პატიმრობა გაუხანგრძლივეს


პაკისტანელმა მოსამართლემ მიიღო დადგენილება კიდევ 8 დღის განმავლობაში დატოვოს პოლიციის პატიმრობაში შეერთებული საკონსულოს თანამშორმელი, რომელიც ეჭვმიტანილია ორი პაკისტანელი მამაკაცის მკვლელობაში. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რეიმონდ დევისი, რომელსაც დიპლომატიური იმუნიტეტი აქვს, უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ეთანხმება მოსაზრებას, რომ დიპლომატმა, რომელმაც ბრალდების თანახმად გასულ კვირას ორ შეიარაღებულ პირს ცეცხლი გაუხსნა, იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა. ამერიკის საკონსულოს თანამშორმელი ერთი კვირის წინ დააპატიმრეს ქალაქ ლაჰორში, სადაც მან ორი მძარცველი საკუთარი იარაღით მოკლა. ინცინდენტმა გამოიწვია მღელვარება პაკისტანში, რომლის მთავრობას მზარდი კრიტიკის ქვეშაა ვაშინგტონთან ალიანსის, ავღანეშთი მიმდინარე ბრძოლებისა და პაკისტანის ტერიტორიაზე განხროციელებული უპილოტო ავიაციის რეიდების გამო.
XS
SM
MD
LG