Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ სუდანში სამხედროთა შეტაკებებს 20 ადამიანი ემსხვერპლა


სამხრეთ სუდანში 20 ადამიანია მოკლული და სულ ცოტა 24 დაჭრილი სამხედროებს შორის შეტაკებაში. სროლა ხუთშაბათს დაიწყო, მსხვერპლის შესახებ ცნობები ზუსტდება. კონფლიქტი წარმოიშვა სუდანის სამხედრო ძალების გაყოფის პროცესში, როცა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა უარი განაცხადა იარაღის ჩაბარებასა და ჩრდილოეთში დისლოცირებაზე. იანვარში გამართული რეფერენდუმის შედეგებით, სამხრეთ სუდანს დამოუკიდებლობა მიენიჭება.
XS
SM
MD
LG