Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ლიდერები ეგვიპტეში ცვლილებების მოწოდებით გამოდიან


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ცვლილება „სტრატეგიული აუცილებლობაა“, რაც არაბულ ქვენყებს უფრო გააძლიერებს, გაზრდის მათი მოსახლეობის კეთილდღეობას და ექსტრემისტული იდეოლოგიებისგან უფრო დაცულს გახდის მათ. ეს განცხადება კლინტონმა დღეს გააკეთა მიუნხენში, უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე. მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც მოუწოდეს ეგვიპტის მთავრობას, დაჰყვეს დემონსტრანტთა მოთხოვნებს რეფორმების გატარების აუცილებლობის თაობაზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის თქმით, „ეგვიპტეში ცვლილებები რაც უფრო გაჭიანურდება, მით უფრო დიდია შანსი, რომ ჩვენთვის არასასურველ ეგვიპტეს მივიღებთ.“
XS
SM
MD
LG