Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტები მუბარაკის გადადგომამდე გაგრძელდება


მომდევნო ფართომასშატბიანი საპროტესტო დემონსტრაციები ეგვიპტეში პარასკევს გაიმართება, მანამდე კი კაიროს ტაჰრირის მოედანზე კვლავ რჩება ასობით მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ პროტეტს, ვიდრე ჰოსნი მუბარაკი გადადგება. ეგვიპტის პრეზიდენტი ამბობს, რომ სექტემბრის არჩევბებამდე არ აპირებს თანამდებობის დატოვებას. ორშაბათს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხევდრისას ეგვიპტის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის მთელი რიგი დათმობებისათვის, თუმცა საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი. უფლებათდამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 25 იანვრიდან მოყოლებული საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების შედეგად ეგვიპტეში 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ეკონომიკისათვის მიყენებული ყოველდღიური ზარალის ოდენობა დაახლოებით 310 მილიონ დოლარს უდრის.
XS
SM
MD
LG