Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის სხდომაზე დევნილთა გამოსახლება დებატების თემად იქცა


თბილისში, სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან დევნილთა გამოსახლება დებატების თემად იქცა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და მისი საქმიანობის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვეს. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიცია პოპულიზმში დაადანაშაულეს და მიუთითეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებაზე, რომლის თანახმად, დევნილთა გამოსახლებისას საერთაშორისო სამართალი, ან სტანდარტები არსებითად არ დარღვეულა.
XS
SM
MD
LG