Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცველებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკები დააპატიმრეს


საქართველოს მთავარი პროკურატურის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააპატიმრეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკები და რამდენიმე სამელიორაციო ასოციაციის ხელმძღვანელი, სულ 9 პირი, რომლებსაც თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებმა რეგისტრაციის პროცედურისა და სამსახურეობრივი მფარველობისთვის მეწარმეებისგან აიღეს საერთო ჯამში, 310 ათასი ლარის ქრთამი. ჩინოვნიკების დაკავების კომენტირებისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება.
XS
SM
MD
LG