Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი: მინისტრები მხოლოდ მისი ნებართვით წავლენ უცხოეთში


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მინისტრებმა შვებულება მხოლოდ საფრანგეთში უნდა გაატარონ. მისივე თქმით, უცხოეთში მიწვევით გამგზავრება მინისტრებს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის თანხმობით შეუძლიათ. სარკოზი თვლის, რომ უნდა შეფასდეს, შეესაბამება თუ არა ასეთი მოგზაურობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. ერთი დღის წინ პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ფიონმა გამოაცხადა, რომ წელს საახალწლო შვებულება ნილოსზე გაატარა ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მიწვევით. საგარეო საქმეთა მინისტრ მიშელ ალიო-მარის გადადგომისკენ მოუწოდეს, როცა მან აღიარა, რომ იფრინა იმ ტუნისელი ბიზნესმენის თვიმფრინავით, რომელიც განდევნილი პრეზიდენტის ბენ ალის რეჟიმთან იყო კავშირში.
XS
SM
MD
LG