Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ქართველი მეზღვაურის გათავისუფლება მოსალოდნელია


სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი 15 ქართველი მეზღვაურის გათავისუფლებას თებერვლის ბოლომდე ელიან. ბათუმში არსებული საკრუინგო კომპანიის ”გრინვიჩის” ხელმძღვანელმა სერგო დევაძემ, რომლის ვაჟი მეკობრეთა ერთ-ერთი ტყვეა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბერძენი გემთმფლობელის ადვოკატი მეზღვაურების თებერვალში გათავისუფლების გარანტიას იძლევა. დევაძის თქმით, სომალელ მეკობრეებთან გემთმფლობელის ადვოკატის მოლაპარაკების დეტალები კონფიდენციალურია. სერგო დევაძის განცხადებით, ქართველი მეზღვაურებისგან ტელეფონით მიღებული ინფორმაციის თანახმად, გემზე ამჟამად შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ბერძნული კომპანიის კუთვნილი გემი, რომლის ეკიპაჟის 15 წევრი საქართველოს, 1 კი, თურქეთის მოქალაქეა, სომალელმა მეკობრეებმა სექტემბრის დასაწყისში დაატყვევეს.
XS
SM
MD
LG