Accessibility links

logo-print

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა დასრულდა


ერევანში დასრულდა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ტიგრან სარგსიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ შეხვედრისას განიხილებოდა ორი ქვეყნისთვის საინტერესო ყველა თემა, მათ შორის საბაჟო პუნქტების ერთობლივად მართვის პერსპექტივა და ინფლაციასთან ბრძოლის საკითხი. როგორც სომხეთის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს განიხილავს, თუ არა ქვეყნის მთავრობა აზერბაიჯანისთვის მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის საკითხს. ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მილსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG