Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში სერბიისგან გამოყოფის მესამე წლისთავი აღნიშნეს


კოსოვოში სერბიისგან გამოყოფის და დამოუკიდებლობის გამოცხადების მესამე წლისთავს აღნიშნავენ. იაკუფ კრასნიჩიმ - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა - სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ 2008 წლის 17 თებერვალს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კოსოვომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა, მისი განცხადებით, კოსოვოს კიდევ მისაღწევი რჩება „საერთაშორისო იდენტობის და ავტორიტეტის გამყარების“ რთული მიზნები. კოსოვოს დამოუკიდებლობა 75-მა სახელმწიფომ აღიარა - მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ. მაგრამ საერთაშორისო აღიარების პროცესი შენელდა, კოსოვოს კი ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. ამასთან, ახლახან ზიანი მიადგა კოსოვოს საერთაშორისო რეპუტაციასაც - ევროპის საბჭოს ანგარიშმა კოსოვოს ლიდერებს სერიოზულ დანაშაულებში დასდო ბრალი, მათ შორის ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში, 1998-1999 წლების ომის დროს და მის შემდეგ.
XS
SM
MD
LG