Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე შეხვდა ჰილარი კლინტონს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეერთებულ შტატებს სტუმრობს. ხუთშაბათს ვაშინგტონში გაიმართა მისი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან. სახელმწიფო დეპარტამენტში წარმოთქმულ მოკლე მისასალმებელ სიტყვაში კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ადასტურებს თავის „ძალიან მტკიცე“ კავშირს საქართველოსთან. სახელმწიფო მდივნის თქმით, ორ ქვეყანას საერთო ფასეულობები აკავშირებს. გრიგოლ ვაშაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველოსთვის პატივია, იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. შეხვედრის მსვლელობაში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, იმსჯელეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.
XS
SM
MD
LG