Accessibility links

logo-print

გერმანიის თავდაცვის მინისტრი მოითხოვს მოუხსნან დოქტორის ხარისხი


გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგმა, მოითხოვა მოუხსნან დოქტორის ხარისხი იმ ბრალდებების ფონზე, რომ მან სადოქტორო დისერტაციის დიდი ნაწილის პლაგიატობა ჩაიდინა. ეს ბრალდება მინისტრს გერმანიის პრესამ წაუყენა. ბაიროითის უნივერსიტეტმა - სადაც გუტენბერგი სწავლობდა - დაადასტურა, რომ დოქტორის სტატუსის მოხსნის შესახებ ყოფილი სტუდენტის წერილი მიიღო. 39 წლის გუტენბერგი აღიარებს, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვა - თუმცა აცხადებს, რომ განზრახ პლაგიატობა არ ჩაუდენია. კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგის თქმით, ის კვლავაც ინარჩუნებს თავდაცვის მინისტრის პოსტს კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობაში.
XS
SM
MD
LG