Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსი ოპოზიციონერი წამებაში ადანაშაულებს უშიშროების ძალებს


ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი, ოპოზიციონერი კანდიდატი, ალეს მიხალევიჩი უშიშროების ძალებს ადანაშაულებს დაპატიმრებული დემონსტრანტების წამებასა და მათს წინააღმდეგ „საკონცენტრაციო ბანაკის“ მეთოდების გამოყენებაში. მიხალევიჩმა ეს ბრალდებები გამოთქვა დღეს მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბელორუსიის კაგებეს წინასწარი პატიმრობის ცენტრში გატარებულ პერიოდთან დაკავშირებით. მიხალევიჩი დეკემბერში დააკავეს და მიმდინარე თვეში გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა შეთანხმებას ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG