Accessibility links

logo-print

"კრისტიან დიორმა" სამსახურიდან დაითხოვა ჯონ გალიანო


"კრისტიან დიორმა" სამსახურიდან დაითხოვა ცნობილი დიზაინერი ჯონ გალიანო. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ გალიანოს ანტისემიტური განცხადებების გამო მიიღო. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც პარიზის ერთ-ერთ ბარში მყოფი გალიანო ანტისემიტური გამონათქვამებით შეურაცხყოფას აყენებს ბარში მყოფებს და ამბობს, რომ "უყვარს" ნაცისტი დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი. როგორც "დიორის" აღმასრულებელმა დირექტორმა სიდნი ტოლედანომ განაცხადა, გალიანოს ქცევა "ამაზრზენი" იყო. 50 წლის დიზაინერის ადვოკატი უარყოფს ბრალდებას. გალიანო "დიორის" წამყვანი დიზაინერი იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში. მას მიღებული აქვს ჯილდო, როგორც მოდის დიზაინის ყველაზე ნიჭიერ შემოქმედს. გაურკვეველია, რა ბედი ეწევა გალიანოს მოდელების პარასკევისთვის დაგეგმილ ჩვენებას, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG