Accessibility links

დავით ბაქრაძემ ოპოზიციას თანამშრომლობა შესთავაზა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას ქვეყნის გარეთ მაგალითების ძებნის ნაცვლად, შიდა პრობლემების მოსაგვარებლად თანამშრომლობა შესთავაზა. ქართული პარტიის ლიდერებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ თუ უახლოეს ხანში საქართველოში რამდენიმე ძირეული მიმართულებით მდგომარეობა არ გამოსწორდება, რევოლუცია გარდაუვალია და ქართული პარტია ამ პროცესის დამწყები ძალა იქნება. დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში ყოველთვის იყო და იქნება პოლტიკური აქტივობა, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პროტესტის თავისუფლად გამოხატვა. რაც შეეხება ახალი რევოლუციის შესაძლებლობას, ბაქრაძე მიიჩნევს, რომ 2003 წელს, ხალხის ნების მკაფიოდ გამოხატვის შემდეგ დაიწყო მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმები, რომელზეც აღმოსავლეთის ქვეყნებში დღეს საუბრობენ. ”ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მოსახლეობის პრობლემათა გადასაჭრელად” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და პრობლემებად უმუშევრობა და ინფლაცია დაასახელა.
XS
SM
MD
LG