Accessibility links

logo-print

ISAF-ი ბოდიშს იხდის ავღანეთში იერიშისას ბავშვების დახოცვის გამო


ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერმა საერთაშორისო ჯარებმა (ISAF) დღეს აღიარეს, რომ კუნარის პროვინციაში მათი საჰაერო იერიშის შედეგად ცხრა ბავშვი დაიღუპა და ბოდიში მოიხადეს მომხდარის გამო. საერთაშორისო ჯარების განცხადებაში, ამ ძალების სარდალი, გენერალი დევიდ პეტრეუსი ღრმა სინანულს გამოხატავს მომხდარი ტრაგედიის გამო და ბოდიშს უხდის ავღანეთის მთავრობის წევრებს, ავღანელ ხალხსა და, პირველ რიგში, დაღუპულების ოჯახის წევრებს. დღეს ასობოით ავღანელი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ბავშვების დახოცვის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, შვიდიდან ცხრა წლამდე ასაკის ბავშვები მთაში ფიჩხს აგროვებდნენ, როცა ნატოს საჰაერო იერიში განხორციელდა, რადგან ბავშვები მეამბოხეებად მიიჩნიეს. დაიღუპა ცხრა ბავშვი.
XS
SM
MD
LG