Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ძალები მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ დაწინაურდნენ


გავრცელებული ცნობებით, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა ხელში ჩაიგდეს ზვარა - ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც კადაფის წინააღმდეგ ამბოხებულები დაეპატრონენ. ამ ინფორმაციის თანახმად, კადაფის ძალებმა სანაპიროს დასავლეთ მხარეზე კონტროლი დაამყარეს და ახლა აღმოსავლეთში გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ იბრძვიან. პარალელურად, დიპლომატიურ ფრინტზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა შეხვედრა გამართა ლიბიის ოპოზიციის წამყვან წარმომადგენელთან, მაჰმუდ ჯიბრილთან. შეხვედრა ორშაბათს, გვიან საღამოს, პარიზის ფეშენებელურ სასტუმროში შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. დიდი რვიანის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მართავენ შეხვედრას, რათა კვლავ განიხილონ ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG