Accessibility links

logo-print

რუსეთი ააშენებს პირველ ატომურ ელექტროსადგურს თურქეთში


რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა დღეს პირობა დადეს, რომ განახორციელებენ თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის აგების გეგმას. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამინდელი ბირთვული კრიზისი იაპონიაში არ იქონიებს გავლენას რუსეთ-თურქეთის გეგმებზე. ხოლო მედვედევის განცხადებით, ბირთვული ენერგია უსაფრთხოა, თუ სადგურები სათანადო ადგილას მდებარეობს, სათანადოდ არის აგებული და მართული. რუსეთმა და თურქეთმა შარშან მოაწერეს ხელი 20 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას სამხრეთ თურქეთში მდებარე აკუიუში ატომური ელექტროსადგურის აშენების შესახებ.
XS
SM
MD
LG