Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია კვლავ ბირთვული რეაქტორების გაცივებას ცდილობს


იაპონია განაგრძობს მიწისძვრით დაზიანებული ბირთვული რეაქტორების გაცივების მცდელობას, რათა საწვავის ღეროების დნობა არ დაუშვას. ფუკუსიმის სადგურს ტონობით წყალს ასხამდნენ სამხედრო ვერტმფრენებიდან და პოლიციის მანქანების წყლის ჭავლით. ამასთან, ფუკუსიმის სადგურზე მომუშავე სპეციალისტები საკუთრივ სადგურზე ცდილობენ წყლის მიწოდების აღდგენას, რათა კვლავ აამუშავონ გამაგრილებელი სისტემა. დასხივების შესახებ შიშის ზრდის ფონზე, სხვა ქვეყნების მთავრობები იაპონიაში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ვრცელდება ცნობები, რომ ტაივანსა და სამხრეთ კორეაში იაპონიიდან ჩასულ მგზავრებზე რადიოაქტიული ნაწილაკები აღმოაჩინეს. ჩინეთი იაპონიას მოუწოდებს ვითარების შესახებ „დროული და ზუსტი“ ინფორმაცია გაავრცელოს. ატომური კატასტროფის აღკვეთის მცდელობის პარალელურად, იაპონიას მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი აქვს. პოლიციის განცხადებით, პარასკევის მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა დადასტურებულმა რიცხვმა 14 500-ს მიაღწია. ნახევარ მილიონამდე ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.
XS
SM
MD
LG