Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმის საწარმოდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა


ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ბოლი ასდის გამოყენებული ბირთვული საწვავისთვის განკუთვნილ საცავს. ფუკუსიმის საწარმოს პრესმდივან ჰიროში აისავას განცხადებით, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დაადგინონ ბოლის მიზეზი მესამე რეაქტორის საწვავის საცავში. განსხვავებით ფუკუსიმის დანარჩენი ხუთი რეაქტორისაგან, რომლებშიც გამდიდრებულ ურანს იყენებენ, მესამე რეაქტორში იხმარება პლუტონიუმის საწვავის ღეროები, რაც უფრო სახიფათოდ არის მიჩნეული. საწარმოს ხელმძღვანელობა ცდილობს რეაქტორების და გამოყენებული საწვავის ღეროების გაციებას, რათა ბოლო მოუღოს რადიაციის გაჟონვას მას შემდეგ, რაც ატომური სადგური დააზიანა 11 მარტის ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამიმ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, იაპონიას შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს ამ სამმაგი კატასტროფის შედეგებთან გასამკლავებლად, რაც, სავარაუდოდ, 235 მილიარდი დოლარი დაჯდება. იაპონიის პოლიციის მონაცემებით, სავარაუდოდ, 18 000-ს გადააჭარბებს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. უკვე დადასტურებულია 8 600 ადამიანი დაღუპვა, დაკარგულად ითვლება 12 800.
XS
SM
MD
LG