Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში მაშველების გაგზავნის საკითხი აღარ განიხილება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია, რომ ტოკიოშიც შეინიშნება წყალში იოდისა და ცეზიუმის მომატება, რაც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თავისთავად საგანგაშო ფაქტია, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, ჯერჯერობით ტოკიოში რჩებიან საქართველოს საელჩოს დიპლომატები, მაგრამ თუ ვითარების სტაბილიზაცია ვერ მოხერხდება, საგარეო საქმეთა სამინისტრო ევაკუაციის გადაწყვეტილებას მიიღებს. კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის იაპონიაში გაგზავნილი თვითმფრინავებით თბილისს შესთავაზა საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციაც, ამიტომ მსურველებმა დღის ბოლომდე უნდა მიმართოს ტოკიოში უკრაინის საელჩოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველო იაპონიის სურვილის შესაბამისად, მას მხოლოდ 45 ტონა წყლით დაეხმარება და მაშველებისა და ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის საკითხი აღარ განიხილება.
XS
SM
MD
LG