Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ლიდერის ჯარები უკან იხევენ


ლიბიაში საერთაშორისო ძალების სამხედრო ოპერაციის ამერიკელი სარდლის, გენერალ კარტერ ჰემის განცხადებით, ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარები უკან იხევენ ქალაქ ბენღაზიდან, რომელიც მეამბოხეების მთავარი დასაყრდენია. გენერალი ჰემი გერმანიის ქალაქ შტუტგარტიდან ჩაერთო პენტაგონის პრეს-კონფერენციას და განაცხადა, რომ კადაფის ჯარებს არ აღმოაჩნდათ „ნება ან სურვილი“, რომ ემოქმედათ მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა მათ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები წამოიწყეს. გენერლის თქმით, გაეროს რეზოლუციის შესაბამისად ამოქმედებული, ფრენისთვის აკრძალული ზონა ფართოვდება. ამასთან, მოკავშირეების მისია არ ითვალისწინებს კადაფის წინააღმდეგ მოქმედებას, ან ხმელეთზე მეამბოხეების იერიშების მხარდაჭერას. ამასობაში, გრძელდება კადაფის მომხრეების შეტევა მეამბოხეების ხელში მყოფ ქალაქ მისრატაზე, რომელიც ტრიპოლის აღმოსავლეთით მდებარეობს. იქ, მეამბოხეების ინფორმაციით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა დღევანდელი შეტაკების შედეგად.
XS
SM
MD
LG