Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა სუბელიანს კორუფციაში ადანაშაულებენ


საპარლამენტო ოპოზიცია დღეს კიდევ ერთი მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას აპირებს. საუბარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანზე, რომელმაც პარლამენტს ანგარიში წარუდგინა და დევნილთა განსახლების პროცესზე, მათთვის საკუთრების დაკანონებასა და კომპენსაციების გაცემაზე ისაუბრა. სუბელიანის გამოსვლა ”არაადეკვატურობის და ცინიზის ზეიმად” შეაფასეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მინისტრი დევნილთა უფლებების დარღვევასა და კორუფციაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობა პოპულიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დევნილთა დიდი ნაწილის მდგომარეობა გააუმჯობესა, თუმცა ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია.” კობა სუბელიანს კორუფციაში ადანაშაულებდნენ დღეს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზეც, რომლის ორგანიზატორები დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა და ეროვნული საბჭო იყვნენ.
XS
SM
MD
LG