Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს უარყოფს ვასილ სანოძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიას


საქართველოს შსს უარყოფს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიას. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ვასილ სანოძემ გასულ ღამით საკუთარ ბინაში შემთხვევით გაისროლა ტაბელური იარაღიდან და თავის არეში დაიჭრა. ხიზანიშვილის ცნობით, სანოძეს ოპერაცია ღუდუშაურის კლინიკაში გაუკეთეს და ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია.
XS
SM
MD
LG