Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მომხრეები აგრძელებენ მისრათის შტურმს


მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა ლიბიაში ცეცხლის გაუხსნეს საპორტო ქალაქ მისრათას, სადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. „ფრანს-პრესის“ სააგენტოს თანახმად, კადაფის ძალები უკვე მეორე თვეა ცდილობენ გაყარონ ქალაქიდან მეამბოხეთა შეიარაღებული ფორმირებები. მისრათა ლიბიის დასავლეთში მდებარე ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ოპოზიციის მომხრეები აკონტროლებენ. ქალაქის მოსახლეობის მომარაგება სურსათითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით ძირითადად პორტიდან ხორციელდება. მისრათისათვის მიმდინარე ბრძოლებში დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს.
XS
SM
MD
LG