Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვანში მე-12 შეხვედრა გაიმართა


5 მაისს სოფელ დვანში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ინფორმაციით, ოსურმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ”სამების” მონასტრის გარშემო განაღმვით სამუშაოებთან დაკავშირებულ ზომებზე. შეხვედრაზე ასევე წამოიჭრა ფერმებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ხელმისაწვდომობის საკითხი, ამინდის გაუმჯობესების პირობებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია რეგიონში აგრარული განხრით მომუშავე ადამიანების უსაფრთხოების დაცვა. ეუთოს წარმომადგენლებმა დვანის შეხვედრის მონაწილეები ჩააყენეს საქმის კურსში, ზონკარის წყალსაცავის პროექტის წინსვლასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ინფორმაციით, დვანის შეხვედრამ კეთილგანწყობილ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა დვანში გაიმართება 2011 წლის 17 ივნისს.
XS
SM
MD
LG