Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მედდა პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს


უკრაინის მოქალაქე გალინა კოლოტნიცკაია, რომელიც ბოლო დრომდე ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის პირადი მედდა იყო, ნორვეგიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ამის შესახებ ნორვეგიის პოლიციის წარმომადგენლმა განაცხადა. მანვე თქვა, რომ კოლოტნიცკაია მარტიდან იმყოფება ნორვეგიის დედაქალაქში. კოლოტნიცკაიამ ლიბია შეაიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ დატოვა. თავდაპირველად ის უკრაინაში ჩავიდა. შემდეგ კი, პრესის გადაჭარბებული ინტერესის თავდიან ასარიდებლად, ოსლოში გაემგზავრა. ინტერნეტსაიტ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული დეპეშების თანახმად, ამერიკელი დიპლომატები კოლოტნიცკაიას ახასიათებნენ, როგორც კადაფისთან ძალიან დაახლოებულ პირს.
XS
SM
MD
LG