Accessibility links

logo-print

სირიაში დემონსტრაციებზე, სულ ცოტა, 21 ადამიანი დახოცეს


სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა, სულ ცოტა, 21 ადამიანი მოკლეს დემონსტრაციებზე, რომელთა მონაწილეებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომას მოითხოვენ. საინფორმაციო სააგენტო როიტერსი სირიაში ადამიანის უფლებების ეროვნული ორგანიზაციის ხელძღვანელ ამარ ყურაბის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ დროისათვის დადასტურებულია ქალაქ ჰამაში ექვსი, ხოლო ქალაქ ჰომსში - 15 ადამიანის დაღუპვა. თვითმხილველების ცნობით, სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აგრეთვე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დედაქალაქ დამასკის გარეუბანში.
XS
SM
MD
LG