Accessibility links

logo-print

რუსთავში "სახალხო კრების" წევრები დააკავეს


"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი რუსთავში გამართულ საპროტესტო აქციაზე

"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი რუსთავში გამართულ საპროტესტო აქციაზე

"სახალხო კრების" მესამე საპროტრესტო აქცია, რომელიც რუსთავში გაიმართა, უიღბლო გამოდგა. დაახლოებით 50 ადამიანი ერთ-ერთი რუსთაველი პოლიციის ოფიცრის სახლთან საპროტესტო აქციას მართავდა, როცა მოულოდნელად ინციდენტი მოხდა და უმალ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის 12 მონაწილე დააკავეს.

"სახალხო კრების" რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა, ახალგაზრდა აქტივისტებმა და თბილისიდან ჩამოსულმა ”არას” წარმომადგენლებმა შაბათს ნაშუადღევს, რუსთავში, დონეცკელ მეტალურგთა ქუჩაზე მდებარე ორსართულიან შენობასთან მოიყარეს თავი, რათა იქ მცხოვრები პოლიციელი ოფიცერი, ვალერი დუღაშვილი, როგორც "სახალხო კრების" წარმომადგენლები ამბობენ, უკეთური საქმეებში ემხილებინათ.

მაგრამ აქცია, მისი ორგანიზატორებისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მყისიერად მობილიზებულმა პოლიციელებმა აქცია დაშალეს და დუღაშვილის 12 მამხილებელი დააკავეს.

"სახალხო კრების" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნუგზარ გველესიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აქციის წევრთა რიგებიდან ერთ ერთმა, რომელიც მანამდე არავის ენახა, პროვოკაცია მოაწყო და პოლიციელებს აქციის დაშლის საბაბი მისცა.

„სახალხო კრების“ წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს აცნობა, რომ რუსთავის სასამართლოში დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრიფინგის შემდეგ, მან მომხრეებთან ერთად სწორედ სასამართლოში გადაინაცვლა.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG