Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი ავღანეთს დახმარებას ჰპირდება


ოფიციალური ვიზიტით ავღანეთში მყოფმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ავღანეთში ექსტერმიზმისა და ტერორიზმის ცეცხლი არ უნდა გაღვივდეს. მანჰომან სინგჰმა ავღანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დასძინა, რომ ინდოეთი, როგორც მეზობელი ქვეყანა დაინტერესბულია ავღანეთის დამოუკიდებლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში. ინდოეთი ავღანეთის უმსხვილესი დონორი ქვეყანაა და თალიბების რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქვეყნის აღმშენებლობისათვის 1,3 მილირადი დოლარი დახარჯა. ხუთშაბათს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ აიღო ახალი ვალდებულება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ 500 მილიონი დოლარით დაეხმაროს ავღანეთს. ინდოეთი ყოველი მხრივ ცდილობს, რათა წინ აღუდგეს მისი ოდინდელი მეტოქის, პაკისტანის მცდელობებს, ჩაერიოს ავღანეთის შიდა საქმეებში.
XS
SM
MD
LG