Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი დასავლეთს აფრთხილებს ნარკოტრანზიტის თაობაზე


ირანის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი მუქარით გამოვიდა, რომ დაუშვებს ნარკოტიკების არალეგალურ ტრანსპორტს თავის ტერიტორიის გავლით ევროპისკენ, თუკი დასავლეთი გააგრძელებს ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის კრიტიკას. მოჰამად ჯავად ლარიჯანიმ, ის ადამიანის უფლებების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეა, დაიცვა ირანში ნარკოტიკების ტრეფიკინგთან ბრძოლა, აღნიშნა რა, რომ ირანში სასიკვდილო განაჩენების 74 პროცენტი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულზე მოდის. ირანი მდებარეობს ნარკოტიკების მთავარ სატრანზიტო ხაზზე, რომელიც ავღანეთსა და ევროპას აკავშირებს. ირანში ხშირად აკავებენ ტრანსპორტს, რომელსაც ნარკოტიკები, უმეტესად ოპიუმი და ჰეროინი გადააქვს.
XS
SM
MD
LG