Accessibility links

logo-print

რუსი ვეტერანი: ავღანეთიდან უცხოეთის ჯარის გაყვანა ძალადობას მოიტანს


რუსეთში "ავღანეთის ომის ვეტერანთა" კავშირის თავმჯდომარე თვლის, რომ ძალადობა აღზევდება ავღანეთში, თუკი საერთაშორისო ჯარი იქიდან გამოვა. ფრანც კლინცევიჩმა, რომელიც ავღანეთში პოლკოვნიკად მსახურობდა 1980-იან წლებში, როიტერს უთხრა, რომ გავლენ თუ არა ამერიკელები და ევროპელები, ყველგან თალიბანი გაბატონდება. კლინცევიჩი, რომელიც რუსეთის პარლამენტის დეპუტატია, აკრიტიკებს აშშ-ს, რომ არ გაითვალისწინა რუსეთის გამოცდილება, სანამ ომს დაიწყებდა ავღანეთში, 2001 წელს. რუსეთი კვლავაც არ აქვს მონელებული გამანადგურებელი ათწლიანი საომარი კამპანია ავღანეთში, სადაც 15 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი დაეცა არმიის გაყვანამდე, 1989 წლამდე.
XS
SM
MD
LG