Accessibility links

logo-print

ბაჩო ახალაია ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება, - ამის შესახებ სააგენტო “ტრენდი” იუწყება აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით. ტრენდის ცნობით, დღეს დილით ახალაია იმყოფებოდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სახელობის ხეივანში, შემდეგ კი მოლაპარაკება გამართა თავდაცვის მინისტრ აბიევთან. ბაქოში ბაჩო ახალაის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
XS
SM
MD
LG