Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში აფეთქება მოაწყო, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა


ცნობების თანახმად, ყაზახეთში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო უშიშროების უწყების შენობასთან. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა თვით თავდამსხმელის გარდა. აფეთქება მოხდა ჩრდილოდასავლეთში მდებარე ქალაქ აკტობეში, ყაზახეთის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის რეგიონულ შტაბბინასთან. როგორც იუწყებიან, პოლიციამ გადაკეტა მიმდებარე ტერიტორია და თავდასხმის შესაძლო თანამონაწილეების ძებნას შეუდგა.
XS
SM
MD
LG