Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელ კიორეჟისორს ქვეყნიდან გასვლის ნება დართეს


ბრალდებული ირანელი კინორეჟისორის, მოჰამად რასულოფის ადვოკატმა, იმან მირზა ზადემ განაცხადა, რომ მის კლიენტს ხელისუფლებამ უცხოეთში წასვლის ნება დართო. რასულოფს და მისი კოლეგა ჯაფარ ფანაჰის სასამართლომ ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა აუკრძალა ქვეყნის დატოვება. რასულოფს აკრძალული აქვს ფილმის გადაღება ოცი წლით. რასულოფის ბოლო ფილმი, "ნახვამდის", კანის კინოსფესტივალზე აჩვენეს 14 მაისს.
XS
SM
MD
LG