Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-ყაიდამ თავისი დროებითი ლიდერი დაასახელა


ცნობების თანახმად, ალ-ყაიდამ თავის დროებით ლიდერად დაასახელა ეგვიპტელი ექსტრემისტი საიფ ალ-ადელი. ტერორისტული ქსელი ლიდერის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად 2 მაისს პაკისტანში მოკლეს ალ-ყაიდის დამაარსებელი, ოსამა ბინ ლადენი. ახალი ლიდერი, საიფ ალ-ადელი ეგვიპტის საგანგებო დანიშნულების ძალების ყოფილი პოლკოვნიკია და 80-ან წლებში ავღანეთში იბრძოდა. 2001 წელს ის ირანში გაიქცა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ცხრა წელი დაჰყო შიდა პატიმრობაში, ვიდრე შარშან პაკისტანში ჩავიდოდა, იქაური ალ-ყაიდის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ალ-ადელი ეჭვმიტანილია, რომ მონაწილეობდა 1998 წელს აფრიკაში აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმაში.
XS
SM
MD
LG