Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული პარტია” 21 მაისის აქციის სადავეებს ”სახალხო კრებას” მიანდობს


”ქართული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ არ სურთ გააჩინონ დეზორიენტაცია საზოგადოებაში და 21 მაისთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმატის ინიციატივას მთლიანად "სახალო კრებას" უთმობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში განაცხადა. მანამდე "ქართულმა პარტია" სახალხო კრებას კონსულტაციების რამდენჯერმე შესთავაზა დაწყება. ”სახალხო კრების” პასუხი ასეთი იყო - მივესალმებით ყველას, ვინც გადაწყვეტს 21 მაისის აქციაში მონაწილეობას და ხალხის გვერდით დგომას, მაგრამ ისინი მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ აქციებში და ვერ ჩაერევიან იმ გადაწყვეტილებებში, რასაც კრება დაგეგმავსო.
XS
SM
MD
LG