Accessibility links

logo-print
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქართულ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ძალიან დიდი ნაწილი აქციებისათვის მზადებას შეეხება, ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ აქციების დაწყების შემდეგ გაზეთების უმეტესობა სწორედ ამ აქციებს განიხილავს. ვეცდები ზოგადი შთაბეჭდილება შეგიქმნათ.

მიმოხილვას ”კვირის პალიტრით” დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს მოზრდილ ინტერვიუს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან. ის მიმდინარე მოვლენებზე აკეთებს კომენტარს და ლაპარაკობს დასავლეთისა და რუსეთის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებაზე. ”მოგვწონს თუ არა, ყოველგვარი იდეოლოგიური ჩანაფიქრის გარეშე უნდა ვაღიაროთ: რუსეთს ამჟამად შორს უჭირავს თავი საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესებისგან. პარადოქსია, მაგრამ ამის გამო, მოსახლეობაში მატულობს სიმპათია რუსეთისადმი და ეს უკვე თვალში საცემიაო“, - უთხრა ზაზა შათირიშვილმა ”კვირის პალიტრას”, ამერიკის პოლიტიკაზე კი აი, რა თქვა: ”აშშ-ის შემთხვევაში კი საქმე ძალზე საინტერესოდ არის - აქტიურობის მიუხედავად, მისი რეიტინგი ეცემა. მოგვწონს თუ არა ეს, ამერიკა საქართველოში უნდა აქტიურობდეს კიდეც, რადგან დღეს სხვა გამოსავალი არ არის - ვაშინგტონმა რაღაცები უნდა მოაწესრიგოს ჩვენს ქვეყანაში, რადგან პასუხისმგებლობა აიღო." პუბლიკაციის სათაურია: „გეგმა, რომელიც "სიცოცხლეზე მეტია", მაგრამ არ ჩანს”.

რაც შეეხება უშუალოდ აქციებს, ”ვერსია” კითხულობს დღეს, „ჩაერთვებიან თუ არა პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციებში” - ასეთია სათაური სტატიისა, სადაც წაიკითხავთ „ეროვნული ფორუმის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული საბჭოს“ ლიდერების განცხადებებს. მათი უმეტესობის პოზიცია ასეთია: თუ ხელისუფლება ძალადობას დაიწყებს, ხალხის გვერდით დავდგებითო. ამავე სტატიაში მათი დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ირაკლი ოქრუაშვილის დანაპირებს, 25-ში საქართველოში ვიქნებიო.

ოქრუაშვილის ამ განცხადებაზე უფრო მეტს წაიკითხავთ ”მთელ კვირაში”, სადაც განიხილება სხვადასხვა გზები იმისა, თუ როგორ შეიძლება შემოვიდეს ოქრუაშვილი საქართველოში. ” მისი სამშობლოში ჩამოსვლის ერთ-ერთ მარშრუტად ცხინვალის რეგიონი სახელდებოდა. მოგვიანებით კი გაჩნდა მეორე ვერსია, რომ ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოსვლას სოხუმიდან აპირებს - აფხაზეთიდან ოქრუაშვილის შემდგომი გადაადგილების დეტალები ჯერჯერობით ზუსტდება, თუმცა ცნობილია, რომ განიხილება არა სოხუმიდან თბილისში, არამედ ზუგდიდის გავლით ან საზღვაო გზით ბათუმში ჩასვლის საკითხებიო”, - წერს გაზეთი.
XS
SM
MD
LG