Accessibility links

logo-print

სამხედრო აღლუმი დათქმულ დროსა და ადგილას გაიმართება


26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დათქმულ დროსა და ადგილას გაიმართება, - განაცხადა დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საუბრისას მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ”საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცული და გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციით.” ამასთან, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს წესებს, რომელთა ფარგლებშიც საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს აქვთ საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება. პრეზიდენტის პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს წესები ზედმიწევნით იქნება დაცული. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, არავის აქვს პოლიციის, ჯარის, ჟურნალისტებისა და განსხვავებული მოსაზრების მქონე მოქალაქეთა შეურაცხყოფის უფლება და ამ ნორმის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა.
XS
SM
MD
LG