Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისია ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს


ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია ინფორმირებულია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით გაზარდეს წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე. მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას რეგულარული კავშირი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და გამოხატავს შეშფოთებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია აღნიშნავს, რომ მან პატრულირება გააძლიერა და განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად "ცხელი ხაზის" მეშვეობით დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ევროკავშირის მისია ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG