Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გაჩეჩილაძე: "ხალხთან ერთად ვიდგები"


"მე თქვენნაირი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მე არ მიძლებს გული, რომ ვიჯდე სახლში და თქვენთან არ ვიყო. ნებისმიერი თბილისელის ოჯახში ეს ემოცია უნდა იყოს. ლანძღვა, ქილიკი, ეჭვიანობა, საქმეს კლავს. პირველობისთვის ბრძოლა იქნება ეს თუ სხვა", - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციური "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს. დღეს რამდენიმე საინფორმაციო საშაუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ "ქართული პარტია" აღარ გამართავს წინასწარგამოცხადებულ "მრისხანების დღეს", მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა პოზიციათა შეჯერება "სახალხო კრების" ხელმძღვანელობასთან. თუმცა, ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე დღეს მივიდნენ აქციაზე და განაცხადეს, რომ ისინი ხალხთან იქნებიან.
XS
SM
MD
LG