Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მლადიჩის ადვოკატის საჩივარი


ბელგრადის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდლის, რატკო მლადიჩის ადვოკატის საჩივარი, რომელიც ითხოვდა, გაუქმებულიყო ჰააგის ტრიბუნალისთვის მლადიჩის გადაცემის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მლადიჩის ექსტრადიციის შესახებ ახლა სერბიის იუსტიციის მინისტრმა უნდა დაამტკიცოს. ვარაუდობენ, რომ ეს სულ მალე მოხდება. სერბიის სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებებით, გამორიცხული არ არის, მლადიჩი დღესვე გაამგზავრონ ჰააგაში. გენერლის ნათესავები და ვექილები ამტკიცებენ, რომ 69 წლის მლადიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის სასამართლოს წინაშე მის წარდგომას. საერთაშორისო მართლმსაჯულება რატკო მლადიჩს ადანაშაულებს 90-იან წლებში, ბოსნიის ომის დროს, გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა ბოროტმოქმედებებში.
XS
SM
MD
LG